LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში თხრილში ორი მუშა ჩავარდა, ერთი მათგანი დაიღუპა, მეორე კი კლინიკაშია გადაყვანილი

136
მუშა

მარნეულში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას თხრილში ორი მამაკაცი ჩავარდა, რომელთაგანაც ერთი დაიღუპა, მეორე პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ორივე მათგანი ადგილზე დასაქმებული მუშა იყო.

არსებული ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანილი პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g