LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარტივი დისკუსია არ იყო.. უცხოური აგენტების კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს არ შეესაბამება“ – ევროკავშირის ელჩი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

148
პაველ ჰერჩინსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრაზე, „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ მარტივი დისკუსია არ ყოფილა.

„ვუთხარით, რომ ვენეციის კომისიაში გავგზავნით ორივე კანონპროექტს“ – პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, შეხვედრაზე ელჩებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება და ეწინააღმდეგება სულ მცირე ორ პუნქტს იმ 12 რეკომენდაციიდან, რომელიც საქართველოს შარშან, ივნისში გადაეცა:

„სერიოზულად ვართ შეშფოთებული, რომ ამ კანონის განხორციელებამ და, უპირველეს ყოვლისა, შეთანხმებამ, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თავისუფალ მედიაზე.

ასე რომ ახლა განხილვა მხოლოდ იწყება აქ, საქართველოს პარლამენტში და ჩვენ, როგორც ევროკავშირს, გვინდოდა, სწორედ ამ ადრეულ ეტაპზე გამოგვეგზავნა ჩვენი საკმაოდ ძლიერი სიგნალი ამ ინიციატივასთან დაკავშირებით..

პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვიწვია, რათა განგვეხილა უცხოური აგენტების კანონის შემოღების ინიციატივა. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეხედულებები. ეს შეხედულებები გამოვთქვი არა მხოლოდ მე, როგორც ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენელმა, არამედ თბილისში მცხოვრებ ევროკავშირის სხვა ელჩებთან ერთად. ჩვენ გვქონდა ძალიან გულწრფელი, ღია აზრთა გაცვლა სპიკერთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორ თავმჯდომარესთან.

დეტალებში რომ ჩავუღრმავდეთ, ეს არ იყო მარტივი დისკუსია.

ჩვენი მხრიდან, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება.

კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება სულ მცირე, ორს იმ 12 პუნქტიდან, რომელიც საქართველოს შარშან, ივნისში გადაეცა. პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოვისმინეთ არგუმენტები საქართველოში ასეთი კანონის არსებობის აუცილებლობის შესახებ. განხილვა გაგრძელდება. როგორც მივხვდი, ეს კანონპროექტიც კი არ არის, ეს მხოლოდ ინიციატივაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რას მოიცავს ეს ინიციატივა. დიდი იმედი გვაქვს, ინიციატივა კანონად არ გადაიქცევა. ეს იყო პირველი შეხვედრა ამ თემაზე. ორივე მხარემ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინა. ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი აზრი და მოვისმინეთ თავმჯდომარის მოსაზრება. საუბარი აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ცნობისათვის, პროექტებს – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

„ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა – კითხვას, რატომ იღებთ, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“ – დეგანანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე

სუბარი: შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია

magti 5g