LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლა იყო თუ არა საქართველო ყველაზე მდიდარი საბჭოთა კავშირში

280
gruzia-0

ინტერნეტ გამოცემებში თითქოს მივიწყებულ თემებზე ათასგვარ საინტერესო ინფორმაცია წააწყდებით. ერთ ასეთ საკითხს შეეხო ინტერნეტგვერდი მეგასტატი, რომელმაც საქართველოს საბჭოთა დროინდელი ეკონომიკურ-საზოგადოებრივი მდგომარეობა მიმოიხილა. მეგასტატის სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

 

Самая богатая республика СССР-ს თუ დაგუგლავთ, პირველივე სტატია საქართველოს სსრ-ზე შეგხვდებათ. ბოლო პერიოდში რუსულ მედიაში ძალიან გახშირდა პუბლიკაციები, რომელთა მოკლე შინაარსი ერთმანეთის მსგავსია: თუ როგორ იბრძვის საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად გაჩენილ სიღარიბეს ერთ დროს ყველაზე მდიდარი ქართველი კაცი. დიახ, ასეა – ქართველებს ზუსტადაც რომ სსრკ-ს ყველაზე მდიდარ ერად მოგვიხსენიებენ.

მოგვიხსენიებენ და ჩვენც მეტი რა გვინდა – ბავშვებივით გვიხარია. ხომ ძალიან მარტივი მისახვედრია, რა დგას ამ „დითირამბების“ უკან, მაგრამ…

არადა, მაგალითად, საკვების მოხმარებით მეორე ეშელონის რესპუბლიკების დონეზე ვიყავით. ლამის აქსიომაა – რაც უფრო ძლიერია ქვეყანა თუ რეგიონი, მით უფრო კარგად და მრავალფეროვნად იკვებება მისი მოსახლეობა. ამ დროს კი, 1970-80-იან წლების სტატისტიკას თუ ვნახავთ, საჭმლის რაციონის ისეთი აუცილებელი კომპონენტების მოხმარებით, როგორიცაა ხორცეული, რძის პროდუქტები, კვერცხი და თევზეული, ჩვენი რესპუბლიკა ხშირ შემთხვევაში ათეულშიც ვერ ხვდებოდა. მაგალითისთვის, საშუალო ესტონელი 2-3-ჯერ უფრო მეტ ხორცეულს და კვერცხს მიირთმევდა, ვიდრე – ქართველი. უცნაურია, რომ სამხრეთული მდებარეობის მიუხედავად, არასაკმარისად ვიღებდით კარტოფილისა და ბოსტნეულ-ბაღჩეულის კულტურებს.

ორად ორი პროდუქტი, რომლის მოხმარებითად ლიდერები ვიყავით, შაქარი და პურპროდუქტები გახლდათ. ამ უკანასკნელის მხრივ სულაც მყარ პირველ ადგილზე გავდიოდით (ოდნავ ჩამოგვრჩებოდნენ მოლდოველები და შუა აზიელები).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g