„კვირის პალიტრა“ მსახიობ ლევან ყოჩიაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს გვთავაზობს, სადაც მსახიობი სხვადასხვა თემებზე საუბრობს.
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ, მეჩვიდმეტე სეზონში ლევან ყოჩიაშვილის პერსონაჟი – დათო გოცირიძე განსხვავებულ ამპლუაშია: ოჯახში ცოლის გარეშე დარჩენილი ცდილობს, 5 ბავშვის მოვლას გაუმკლავდეს.
კითხვაზე, დათოსთან აღარ გაიგივებენ? – „არა, არა… როცა ეთერში სერიალის მესამე სეზონი გადიოდა, მართლა მეუბნებოდნენ – შენი შვილების ცრემლებად არც ერთი ქალი არ ღირსო. მართლა სჯეროდათ, რომ სერიალში განვითარებული მოვლენები რეალობა იყო“, – აცხადებს ლევან ყოჩიაშვილი.