LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმას აღნიშნავს

182
BeFunky-collage (6)

მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდება.

სამების საკათედრო ტაძარში წირვას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი მრევლს მირქმის დღესასწაულს მიულოცავს და ქადაგებით მიმართავს.

ტაძარში წინასწარ მომზადებულია სუფრა პურებითა და ტკბილეულით, რომელსაც პატრიარქი წირვის შემდეგ აკურთხებს. ნაკურთხი პური და ტკბილეული კი მრევლს გაუნაწილდება.

მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g