LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს

164
a61380b (1)

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს,10:00 საათზე დაიწყებს.

შესრულდება წყაკლკურთხევის წესი. ილია მეორე წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალს აკურთხებს.

ქრისტიანებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი.

სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.

საეკლესიო სწავლების მიხედვით, მაცხოვარმა იორდანეში თავისი სამგზის შთაფვლით განწმინდა წყლები.

ნათლისღების დღესასწაულს თან ახლავს ტრადიციული განბანვის რიტუალი. საქართველოს ზოგიერთ სოფელში ხდება მღვდლის ან მღვდელმთავრის მიერ მდინარის ან ტბის კურთხევა, რის შედეგადაც სიცივის მიუხედავად მრევლი ჩადის წყალში და გალობს ნათლისღების ტროპარს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები