LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს

334
1482128773-nikolozoba

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ტაძრებში საღმთო ლიტურგია გაიმართება.

წმინდა ნიკოლოზი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება. მარტო თბილისში წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის სახელობის ხუთი ეკლესიაა. ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 19 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეა, ხოლო 22 მაისს – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების.

19 დეკემბერს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. ამის შესახებ ილია მეორემ დღეს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა და მრევლი დალოცა.

„შეგახსენებთ, რომ სამშაბათს არის დღესასწაული წმინდა ბარაბარესი, ბარბარობა. ხუთშაბათს არის ნიკოლოზობა. ნიკოლოზობას ჩვენ შევასრულებთ აქ წირვას. მრავალს დაესწარით, გაიხარეთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა მოგცეთ სიხარული თქვენ და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნა ილია მეორემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g