LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტოხელა მილიარდერმა მებაღე იშვილა და აპირებს, რომ მთელი ქონება მას დაუტოვოს

116
YXSYW2DVABDELNINP2DQAIWGR4

მოდის სახლი Hermes-ის 80 წლის მემკვიდრემ გადაწყვიტა, რომ ქონება მაროკოელ მებაღესა და მის ოჯახს დაუტოვოს. ამის შესახებ El Pais წერს.

ფრანგი მილიარდერი ნიკოლა პუეში, რომელიც ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს, მოდის სახლის დირექტორთა საბჭოდან 2014 წელს გამოვიდა. მიუხედავად ამისა, hermes-ის აქციების 5,7% დღემდე მის მფლობელობაშია. პუეშის პირადი ქონება დაახლოებით 10 მილიარდ ევროდაა შეფასებული.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მარტოხელა და უშვილო კაცმა თავისი ბოლო სურვილის შეცვლა გადაწყვიტა. 2011 წელს შედგენილი ანდერძის მიხედვით, მისი ქონება საქველმოქმედო ფონდში უნდა გადარიცხულიყო. თუმცა, პუეშმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, რომ მებაღე იშვილოს და მთელი ქონება მას დაუტოვოს.

მომავალი მილიარდერის სახელი არ ზუსტდება, თუმცა ცნობილია რომ ის 51 წლისაა, წარმოშობით მაროკოდანაა და ესპანელ ქალზეა დაქორწინებული. წყვილს 2 შვილი ჰყავს.

თუ რა თანხას მიიღებს ეს ოჯახი უცნობია, თუმცა დიდად სავარაუდოა, რომ მათი შემოსავალი წელიწადში 40 მილიონი ევრო იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები