LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში 2 781 მილიარდერია და მათი ქონება ჯამში 14,2 ტრილიონი დოლარია

117
0x0

ჟურნალმა Forbes „მდიდართა ამა ქვეყნისათა“ ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები წელს კიდევ უფრო გამდიდრდნენ და მათი საერთო ქონება 14,2 ტრილიონ დოლარს სცილდება. ასევე გაიზარდა მილიარდერთა რაოდენობაც და 2 781-ს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 141-ით მეტია.

სიაში პირველ ადგილს კი ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნო იკავებს და მის საკუთრებაში 223 მილიარდი დოლარია.

მეორე ადგილზეა Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი, რომლის ქონებაც ცოტა ხნის წინ შემცირდა და 195 მილიარდი დოლარი გახდა.

ყველაზე მდიდართა სამეულს Amazon-ის შემქმნელი ჯეფ ბეზოსი, 194 მილიარდი დოლარით ასრულებს.

საინტერესოა, რომ წელს სიაში პირველად მოხვდა მომღერალი ტეილორ სვიფტი, რომელიც 1,1 მილიარდი დოლარის მფლობელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები