LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა” – დავით სერგეენკოს მამალაძის შემთხვევა პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი

108
sergeenkoo

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევის მართვაში, ჰოსპიტალიზაციის პირველივე წუთებიდან ჩართულია.

სერგეენკოს განცხადებითვე, მან იცის ამ დღეებში ჩატარებული ყველა პარამეტრისა და კვლევის შედეგი.

მინისტრის თქმით, ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

„მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის დაზუსტებაზე კვლევები ტარდება. ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ სამედიცინო მიმართულებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და დიახ, რა თქმა უნდა, მე ყველაფრის საქმის კურსში ვარ. როდესაც ადამიანი ხდება ავად, ოჯახის წევრებს აქვთ ყველაფრის უფლება – დასვან ნებისმიერი კითხვა და ჰქონდეთ ნებისმიერი მოთხოვნა და ვალდებულები ვართ, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცეთ. რაც შეეხება იმას, რომ პირად კონტროლზე მყავდეს, მე სამსახურებრივი მოვალეობების გამო უამრავი, ასეულობით პაციენტი მყავს პირად კონტროლზეც და ამ შემთხვევაშიც პირველივე წუთებიდან საქმის კურსში ვარ პარამეტრებისა და კვლევის შედეგების დონეზე,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საავადმყოფოში მონახულებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები