LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას შემდეგ რაც დამარტყა და დავეცი, წიხლის დარტყმა სცადა, იმიტომ რომ მას ასე სჩვევია. სანამ სისხლს არ დაინახავს, ვერ მშვიდდება“ – ხათუნა მიქაცაძე

757
ხათუნა მიქაცაძე

„სახლი, რომელშიც მე გუშინ მივედი, ჩემია. არაერთხელ მაქვს დარეკილი პოლიციაში, რომ საკეტები გამიტეხა ელდარ კურტანიძემ, მინდოდა, რომ ფაქტი დაეფიქსირებინათ, ჩემი გადმოსახედიდან დროული რეაგირება არ ყოფილა“.- აცხადებს ლუკა კურტანიძის ყოფილი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე, 27 ივლისს ქობულეთში მომხდარის კომენტირებისას.

მისი თქმით, ლუკა კურტანიძეს რომ ჰქონოდა იმის განცდა, რომ დაისჯებოდა, იმას არ გააკეთებდა, რაც გააკეთა.

„ეს არ არის არც პირველი და არც მეათე შემთხვევა… ხელი, მუხლები მაქვს დაზიანებული… ეს ადამიანი იმუქრება, რომ მე ვარ სახელმწიფო…“ – რას ამბობს დაკავებული ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი, ხათუნა მიქაცაძე, რომელიც ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებს

უწყების ცნობით, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით, სსკ-ის 126-ე პრიმა და 381 -ე პრიმა მუხლებით.

„მაქვს კადრები, სადაც ჩანს, რომ ელდარ კურტანიძე ძალიან სწრაფად მოვარდა. მანიაკურად მოძალადეა. მას შემდეგ რაც დამარტყა და დავეცი, წიხლის დარტყმა სცადა, იმიტომ რომ მას ასე სჩვევია. სანამ სისხლს არ დაინახავს, ვერ მშვიდდება. სანამ გონებადაკარგულ ქალს არ დაინახავს, ვერ მშვიდდება. პოლიციამ მოკიდა ხელი და გაიყვანა და ამის შემდეგ მან ჩემთვის რომ უნდოდა დაერტყა, მანქანას ურტყა წიხლები და მანქანაა დამტვრეული.

ელდარ კურტანიძეს რომ ჰქონოდა იმის განცდა, რომ დაისჯებოდა, არ გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა. წლების განმავლობაში ბევრჯერ ვიყავი მისგან ძალადობის მსხვერპლი და ამას ვერანაირად ვერ ვამტკიცებდი. იმ წუთებში ნამდვილად არ მქონდა იმის განცდა, რომ პოლიციის ეკიპაჟის თანდასწრებით მოინდომებდა ჩემ ცემას“. – ამბობს ხათუნა მიქაცაძე „ტვ პირველთან“ საუბარში.

შეგახსენებთ. „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე 27 ივლისს დააკავეს. ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით, სსკ-ის 126-ე პრიმა და 381 -ე პრიმა მუხლებით.

შსს: „ბრალდებულმა (ლუკა კურტანიძემ) დაარღვია დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება, კომუნიკაცია დაამყარა ყოფილ მეუღლესთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g