მეთ დეიმონი მეუღლესთან, ლუჩიანასთან და შვილებთან ერთად საბერძნეთში, კერძოდ კი მიკონოსში გაემგზავრა. მედიაში უკვე გამოქვეყნდა ფოტოები კუნძულის სანაპიროდან, სადაც წყვილი განცხრომას იყო მიცემული.
სულ ცოტა ხნის წინ კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მეთ დეიმონისა და მისი ოჯახის დაუყოვნებელი ევაკუაცია გახდა საჭირო. საქმე ისაა, რომ კუნძულზე ნაღმის არსებობის ვერსია გაჟღერდა. მედიის ცნობით, მსახიობის ოჯახი ამჟამად უსაფრთხოდაა.
აღნიშნულ ინფორმაციას უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„მას შემდეგ, რაც მეთ დეიმონი „ბენიფერის“ ქორწინებაში უხეშად ჩაერია, მისი ბერძნული არდადეგები ნაღმმა ჩაშალა“, „კარმა არსებობს“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის დრამატული ისტორიისა და განშორების შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე, ტაბლოიდები კვლავ ბენის საუკეთესო მეგობრის, მეთ დეიმონს სახელს აჟღერებს. შეგახსენებთ, 21 წლის წინ, როდესაც ჯეი ლომ და ბენმა ქორწილი ჩაშალეს, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ ყოველივე ამაში დიდი როლი მეთ დეიმონმა ითამაშა, რადგან მას ჯენიფერ ლოპესი არ მოსწონდა.
კვლავ მეთ დეიმონი – რას აფრთხილებდა საუკეთესო მეგობარი ბენ აფლეკს
ბენ აფლეკი და მეთ დეიმონი ახალ პროექტზე მუშაობენ