LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მას შემდეგ, რაც R Kelly სასამართლომ დამნაშავედ ცნო, „იუთუბმა“ ყველა მისი არხი წაშალა – ახალი დეტალები

133
Untitledd

54 წლის ამერიკელი მუსიკოსი R. Kelly დამნაშავედ ცნეს. მას ადამიანებით ვაჭრობასა და არასრულწლოვანებთან სექსუალური კავშირში ედება ბრალი.

პედოფილიაში, გაუპატიურებასა და ადამიანებით ვაჭრობაში ბრალდებული R. Kelly სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ „იუთუბმა“ მუსიკოსის ყველა არხი წაშალა. ვიდეოპლატფორმა არ არის ერთადერთი, ვისაც არტისტთან თანამშრომლობა აღარ სურს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, RCA Records-მა მომღერალთან ყველანაირი თანამშრომლობა გაწყვიტა.

ცნობისთვის, საკულტო კომპოზიციის I Believe I Can Fly ავტორი R Kelly 2019 წელს ჩიკაგოში დააკავეს. ნიუ-იორკის ფედერალური ბიურო მუსიკოსს 13 პუნქტში ედავებოდა და მსაჯულთა კოლეგიამ ყველა პუნქტით გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები