LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირას აღზევება – არტისტის კლიპი „იუთუბზე“ მილიარდს ნახვას აგროვებს

161
page

44 წლის კოლუმბიელი პოპ-ვარსკვლავი, შაკირა აქტუალურობას არ კარგავს. მართალია, ის აქტიურად არ არის ჩართული მუსიკალურ ინდუსტრიაში, თუმცა პერიოდულად ახალ სიმღერებს მაინც ავრცელებს.

პრემიერა: შაკირა ახალ კლიპს Don’t Wait Up ავრცელებს

ცოტა ხნის წინ შაკირას 2006 წელს გამოსულმა სიმღერამ, Hips Don’t Lie „იუთუბზე“ მილიარდი ნახვა დააგროვა, სასიხარულო სიახლით გაბედნიერებულმა არტისტმა ამის შესახებ „ინსტაგრამზე“ დაწერა. ის გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

„ეს წამია გავიგე, რომ კლიპმა მილიარდი ნახვა დააგროვა, დაუჯერებელია, დიდი სიყვარული მათ, ვინც ამ კლიპს უყურა“, – წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, წლის დასაწყისში ინფორმაცია გავრცელდა, რომ  არტისტს 2012, 2013 და 2014 წლებში ესპანური საგადასახადო სამსახურისთვის საშემოსავლო არ გადაუხდია. მან 13 მილიონ ფუნტის სტერლინგი უნდა გადაიხადოს.

შაკირა სამართალდამცავებს იახტით კოსტა-ბრავაზე „გაექცა“ – ნახეთ ვარსკვლავური ოჯახის გლამურული დასვენების ამსახველი ფოტოები

 

View this post on Instagram

 

A post shared by Shakira (@shakira)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები