LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას სჯეროდა თავისი თავის, მე, როგორც დედას, არ მჯეროდა, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდა“ – როგორ იხსენებს ნინი ბრეგვაძის ბავშვობას დედა

3071
ფორტუნა (5)

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ ნინი ბრეგვაძის დედას, მანანა შერაზადიშვილს სტუმრობდა.

მანანა შვილის შესრულებულ სიმღერებს ცრემლების გარეშე ვერ უსმენს.

„სუპერ ვარსკვლავი  ხარ, შვილო“. – ამბობს მანანა. მისი თქმით, ვერ ხვდება, საიდან აქვს ამხელა ძალა მის გოგონას.

„იყო ჩვეულებრივი ბავშვი და გახდა, მეც არ ვიცი, რა.

დამოუკიდებელი იყო ბავშვობიდან. მე ვზრდიდი მარტო ორ ბავშვს. მეუღლე მთელი დღე გასული იყო. ყველაფრის მარტო გამკლავება მიწევდა. ოთხი წლის ნინის მარტო ვტოვებდი. შეიძლება ერთი საათი გავსულიყავი, რომ ბიჭი სკოლიდან მომეყვანა.  სახლში მარტო იყო. ხატავდა, ან თამაშობდა. ჩემი დამსახურება არის მხოლოდ ის, რომ ორივე შვილი ძალიან დამოუკიდებელი გავზარდე. დანარჩენი გზა მან თვითონ გაიკვალა. მეშვიდე  კლასში იყო, როდესაც ლონდონში გავუშვი ერთვიან გაცვლით პროგრამაზე. იქიდან რომ ჩამოვიდა, თქვა, რომ „მე ამერიკაში წავალო“.

გავიდა წლები და მან ოცნება აისრულა. ბევრჯერ დამიმალა, როგორ უჭირდა ამერიკაში ცხოვრება.

არაა ისეთი, რომ ვინმეს უთხრას, როგორ უჭირს“ – იხსენებს მანანა შერაზადიშვილი და დასძენს:

„წერილებს, რომ მწერდა, ბოლოში სულ აწერდა, შენი „სუპერ ვარსკვლავი“, მას სჯეროდა თავისი თავის, მე, როგორც დედას, არ მჯეროდა, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდა. ძალიან მეამაყება ჩემი შვილი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები