LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მას ვერ დაინახავთ და ვერც მის სუნს შეიგრძნობთ” – ზურაბ ბატიაშვილი განმარტავს, როგორ უნდა მოვიქცეთ ზარინის გამოყენების შემთხვევაში

820
BeFunky-collage (5)

„აზოვის პოლკმა“ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალებმა მარიუპოლში ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს და მოწამვლის ნიშნები სამ ადამიანს გამოუვლინდა. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალში“ გამოიყენეს.

“მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაც კი, ამ იდიოტებს, სრულფასოვნად არ შეუძლიათ” – აზოვის პოლკის ხელმძღვანელი

როგორც InformNapalm-ი წერს, რომ შესაძლოა ადგილზე “ზარინი” გამოიყენეს, რომელიც ქიმიური იარაღია.

,,თუ სიმართლეა, ღრმად შემაშფოთებელია” – ამერიკა და დიდი ბრიტანეთი მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გავრცელებულ ინფორმაციას იკვლევენ

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი, უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული აღნიშნული ინფორმაციის შემდეგ მოქალაქეებს განუმარტავს, როგორ მოიქცნენ ზარინის გამოყენების შემთხვევაში.

“როგორ უნდა მოვიქცეთ ზარინის გამოყენების შემთხვევაში:

1. გაიხადეთ ტანსაცმელი და ეს ტანსაცმელი მოათავსეთ დახურული პარკში;

2. სხეულის დაზიანებული მონაკვეთები დაიბანეთ წყლით (საპნის გამოყენების გარეშე);

3. შეძლებისდაგვარად გაეცალეთ იმ ზონას, სადაც ზარინი იქნა გამოყენებული.

გაითვალისწინეთ, რომ ზარინს არ აქვს ფერი და სუნი, ამიტომ მას ვერ დაინახავთ და ვერც მის სუნს შეიგრძნობთ”, – წერს ზურაბ ბატიაშვილი.

ზელენსკი: მსოფლიო ლიდერებს შევახსენებ ქიმიური იარაღის გამოყენება ნიშნავდა ხისტ რეაგირებას

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.

ცნობისთვის, ქიმიური იარაღის წარმოება და გამოყენება გაეროს ფარგლებში არსებული „ქიმიური იარაღის კონვენციის“ საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალულია. შეთანხმებას, ხელს რუსეთის ფედერაციაც აწერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g