LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაშინ, როცა პრემიერი, მისი ამფსონები, ხელის ბიჭები და გოგოები გვარწმუნებენ, რომ დასავლეთი ცუდია და აშშ ჩვენს ეროვნულ იდენტობას საფრთხეს უქმნის, რაღა მაინც და მაინც აშშ-სკენ მიისწრაფვის?!“ – ნაცვლიშვილი

198
ანა ნაცვლიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

„მაშინ, როცა პრემიერი, მისი ამფსონები, ხელის ბიჭები და გოგოები გვარწმუნებენ, რომ დასავლეთი ცუდია, აშშ ჩვენს ეროვნულ იდენტობას საფრთხეს უქმნის, რაღა მაინც და მაინც აშშ-სკენ მიისწრაფვის?!“ – ამ განცხადებით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში კერძო ვიზიტით, ჩარტერული რეისით იმყოფებოდა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, სწორი იქნებოდა ამაზე თავად პრემიერს ესაუბრა საჯაროდ, თუმცა, სავარაუდოდ, ის ხვდება, რომ ეს არ არის ფაქტი, რომლითაც შეიძლება თავი მოიწონო ქვეყანაში, სადაც ადამიანებს არსებობისთვის ბრძოლა უწევთ:

„მაღალი სტანდარტი და სწორი მოქმედება იქნებოდა, თავად ესაუბრა ამის შესახებ საჯაროდ და ღიად, თუ არაფერია დასამალი, ამაზე თავად თანამდებობის პირები უნდა საუბრობდნენ ხოლმე, მაგრამ როგორც ვხედავთ, ის ხვდება, რომ ეს არ არის ფაქტი, რომლითაც შეიძლება თავი მოიწონო ქვეყანაში, სადაც ადამიანებს ყოველდღიური ლუკმაპურისთვის უწევთ ბრძოლა.

ამიტომ მალავდნენ ამ ფაქტს. ვფიქრობ, ღარიბაშვილს, პირველ რიგში, მართებს პასუხები ათასობით ქართველი სტუდენტის მიმართ, რომელიც არათუ ვერ ახერხებს აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში მიიღოს განათლება, არამედ წლებია შეჩერებული აქვს სტატუსი.

რაც მთავარია მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც მას დავუსვი და რომელზეც პასუხი არ აქვს და იყო მხოლოდ ისტერია მას და მისი ტროლ-ბოტების მთელი ფერმის.

მაშინ როცა პრემიერი, მისი ამფსონები, ხელის ბიჭები და ხელის გოგოები გვარწმუნებენ, რომ დასავლეთი ცუდია, აშშ ჩვენს ეროვნულ იდენტობას საფრთხეს უქმნის და ა.შ.

რაღა მაინც და მაინც აშშ-სკენ მიისწრაფვის, რატომ მოსკოვში ან პეტერბურგში არ უშვებს შვილს, როცა მენტალურად ამბობს, რომ იქ ჯობია და კარგია?! მაშინ რატომ მიისწრაფვის დასავლური ცივილიზაციისკენ?!“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g