LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველები ქობულეთსა და კვარიათში, ზღვაში გაუჩინარებულ ორ მამაკაცს ეძებენ

70
achara

მაშველები ქობულეთსა და კვარიათში ერთდროულად ზღვაში გაუჩინარებულ ორ მამაკაცს ეძებენ.

რორორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევები როგორც კვარიათში, ასევე ქობულეთის სანაპიროზე დღეს მოხდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ვითარებაში გაუჩინარდნენ მამაკაცები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ორივეგან შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო.

ოპერაციაში 30-მდე მაშველი, შვიდი მყვინთავი, ორი კატარღა და დრონებია ჩართული.