ჭიათურაში, თხელიძის ქუჩაზე მეხანძრე-მაშველებმა ძაღლი გადაარჩინეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მაშველებმა მდინარე ყვირილაში ჩავარდნილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
<