LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, ელექტრონული პორტალი სრულად გამართულია და მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია დარეგისტრირდეს: გაბუნია

57
1

“დღეს მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დავიწყეთ. ელექტრონული პორტალი, რომელზეც ბოლო 2 დღის განმავლობაში შეფერხებები იყო, სრულად გამართულია და ამ ეტაპზე მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია დარეგისტრირდეს.” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რომელიც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს პირადად გაეცნო.

თამარ გაბუნიას თქმით, დღევანდელი დილის მონაცემებით, “სინოფარმის” ვაქცინაზე 20 000 ადამიანს აქვს ჯავშანი გაკეთებული.

“დღეს მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დავიწყეთ. ელექტრონული პორტალი, რომელზეც ბოლო 2 დღის განმავლობაში შეფერხებები იყო, სრულად გამართულია და ამ ეტაპზე მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია დარეგისტრირდეს. დილის მდგომარეობით, “სინოფარმის” ვაქცინაზე უკვე 20 000 ჯავშანია დარეგისტრირებული. გააქტიურებულია 15-22 ის ცხელი ხაზი.

ასევე გააქტიურდა ახალი ცხელი ხაზის ნომერი – 144 3, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში შეეძლებათ დარეკვა.” – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, 3 ივლისს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. ფაქტზე გამოძიება შსს-მ ორი მუხლით – კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g