რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ხშირად აფიქსირებს მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამჯერად, მასტერი მოზარდების მიერ „ინსტაგრამის“ გამოყენების ფორმამ აღაშფოთა, უფრო კონკრეტულად, რეპერი გოგოების მიერ ატვირთულ ფოტოებზე ამახვილებს ყურადღებას და მოზარდების მშობლებს მიმართავს კითხვით, არის თუა არა რამე ახალგაზრდების ზნეობაზე უფრო მნიშვნელოვანი.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„16 წლის გოგონები „ინსტაგრამზე“ რა ფოტოებს დებენ, მშობლები სად არიან სძინავთ? და მერე მე მეტყვიან ქალთმოძულე ხარო?
თქვენ გძულთ მომავალი და ფეხებზე გკიდიათ! მეორე გამოხტება და მაგის მეტი პრობლემა ვერ ნახე ამ ქვეყანაშიო და ახალგაზრდების მომავალზე და ზნეობაზე რაიმე მნიშვნელოვანი არის კიდე რამე?“, – წერს მასტერი.
16 წლის გოგონები ინსტაგრამზე რა ფოტოებს დებენ, მშობლები სად არიან სძინავთ? და მერე მე მეტყვიან ქალთმოძულე ხარო? თქვენ…
Posted by Masteri on Sunday, January 28, 2024