LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასტერი „პრაიმ ჰაუსზე“: „თვალი მოვკარი და 2 ზრდასრულ კაცს ვხედავ – იცრემლებიან, იკეცებიან, მეთქი, რაღაც მოხდა ტრაგედია – შემეშინდა…“

961
მასტერი

რეპერი მასტერი „პრაიმჰაუსის“ შაბათის ლაივს ეხმიანება, რომლის დროსაც პროექტი სალომე უშხვანმა დატოვა, ნიკო ქართველმა და დიმი ლიპარტელიანმა კი ეს ფაქტი რთულად გადაიტანეს და ეთერში ცრემლებიც დაგვანახვეს.

მასტერი წერს:

„ყველაზე რეიტინგულ” შოუს, რომ ეძახიან – თვალი მოვკარი და 2 ზრდასრულ კაცს ვხედავ იცრემლებიან, იკეცებიან, მეთქი, რაღაც მოხდა ტრაგედია – შემეშინდა (ღმერთმა ყველას გვაშოროს ცრემლი,კაციც შეიძლება გამწარდეს და ცრემლიც არაა სათაკილო), მაგრამ რა დრამა და რა ტრაგედია შეიძლება მოხდეს ასეთი ტელეპროექტში, ვიღაც გავარდება, ვიღაც დარჩება? მით უმეტეს, როცა იცი, სად მიდიხარ და რაც ხდება მსგავს რეალითი შოუებში.

კიდე იმას ვერ ვხვდები, რა სამართლიანობაზე და უსამართლობაზე უნდა გქონდეს პრეტენზია, როცა მსგავს შოუში ხარ?!

არ ვიცი, ძმაო, არაფერი პირადული მაგრამ ღმერთმა მაგაზე მეტი წყენა არ განახოთ ამ დუხჭირ ცხოვრებაში!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები