LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მათ ჩემი შვილი მოიპარეს“: ქალმა დაკარგული შვილი 17 წლის შემდეგ იპოვა

38
3245436345

ქალმა აღმოაჩინა, რომ მისი „გარდაცვლილი“ შვილი ცოცხალია და ის 17 წლის შემდეგ იპოვა. გამოცემა Asia One-ის ინფორმაციით, შემთხვევა ჩინეთში, ცზიანსუს პროვინციაში მოხდა.

როდესაც ჩჟან ცაიჰუნი ორსულად იყო, ბიძაშვილთან ცხოვრობდა და ყოფილი მეუღლის ძალიან ეშინოდა. მშობიარობის დღეს ქალს უთხრეს, რომ მისი შვილი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით დაიბადა. დედის თქმით, მას არანაირი საბაბი არ ჰქონია, რომ ნათესავების სიტყვებში ეჭვი შეეტანა. მშობიარობის შემდეგ ჩინელი თავს ძალიან სუსტად გრძნობდა და შვილის ნახვა არ შეეძლო. ბიძაშვილებმა კი მას უთხრეს, რომ პატარა გარდაიცვალა.

ჩჟანი 17 წლის განმავლობაში დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილი ცოცხალი აღარ იყო. ერთ დღესაც კი შემთხვევით გაიგო, რომ ძალიან ცდებოდა. გაირკვა, რომ მოზარდი სრულიად ჯანმრთელია და სკოლაში სწავლობს. ქალმა ბიჭუნა იპოვა და როცა ყოფილ ქმართან საოცარი მსგავსება აღმოაჩინა, დნმ-ის ტესტი გაიკეთა. შედეგებით დადასტურდა, რომ მოზარდი ნამდვილად მისი შვილი იყო. ჩინელმა ისიც გაარკვია, რომ მისი შვილი ბიძაშვილმა გააშვილა.

ქალს ძალიან უნდა, რომ შვილი თავისთან წაიყვანოს, თუმცა მეურვეები ჯერჯერობით ამის საშუალებას არ აძლევენ. ჩჟანი დანებებას არ აპირებს და უფლებების დაცვას კანონის ძალით შეეცდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები