LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათ დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობისა და ანტიადამიანური რეჟიმი – პრეზიდენტი

86

„მათ დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობისა და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც კაცობრიობას ემუქრებოდა,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნად მივიდა.

პრეზიდენტმა ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, წელს პრეზიდენტი აჯილდოვებს 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.

„ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობისა და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც ემუქრებოდა კაცობრიობას.

„თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას, დიდი მადლობა და პატივისცემა. წელს ჩვენ ვაჯილდოვებთ 100 წლის და 100 წელზე უფროსს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.

„მათ დაამარცხეს არა მხოლოდ ფაშიზმი, მათ დაამარცხეს დროც და მოიგეს ამ ბრძოლაში,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები