LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მათ პროფესიონალიზმში ვერ აქვთ საქმე კარგად” – მაჭარაშვილი NGO-ების ერთობლივ განცხადებაზე

109
გურამ მაჭარაშვილი

უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება 22 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ქართული საზოგადოების უმეტესობა უკეთ აზროვნებს, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი:

“სამწუხაროა, რომ არასამთავრობოების ნაწილი ვერ ერკვევა იმაში, რომ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოზე გაკეთებული განცხადება უფრო მტკივნეული იქნება, თუ გაეროში, ეუთოში, ჰააგის სასამართლოში გაკეთებული საქართველოს საჯარო განცხადება რუსეთის ფედერაციისთვის.

ეს ერთი მხრივ, ნიშნავს იმას, რომ მათ პროფესიონალიზმში ვერ აქვთ კარგად საქმე.

საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმეტესობა უფრო კარგად და გონიერად აზროვნებს, ვიდრე, სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა და თქვა, რომ “, – განაცხადა მაჭარაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოში არსებობს რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობოების ნაწილი, რომელიც საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იბრძვის.

შეგახსენებთ, განცხადებაში, რომელსაც ხელს 22 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, წარმოდგენილია 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის:

“საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის მონაწილეობით შედგეს უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული შეხვედრა და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე”.

magti 5g