20 წლის შემდეგ, ,,მატრიცა” ეკრანებზე ბრუნდება. ინფორმაცია ამის შესახებ, Warner Bros.-ის დირექტორმა, ტობი ემერიხმა გაავრცელა.
ცნობილი გახდა, რომ ვაჩოვსკების ცნობილი ნამუშევრის მეოთხე ნაწილის გადაღებები, 2020 წლიდან დაიწყება. ფილმის რეჟისორი და სცენარისტი ამჯერად, მხოლოდ ლანა ვაჩოვსკი იქნება.
აღსანიშნავია, რომ კინოსურათში მთავარ როლებს, ისევე როგორც წინა ეპიზოდებში – კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი შეასრულებენ. ისინი ნეოსა და ტრინიტის განასახიერებენ.

შეგახსენებთ, რომ ფრენჩაიზის პირველი პირველი ფილმი – ,,მატრიცა” 1999 წლის მარტში გამოვიდა. კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტს ორი გაგრძელება – ,,მატრიცა: გადატვირთვა” და ,,მატრიცა: რევოლუცია” მოჰყვა. ორივე სურათის რელიზი 2003 წელს შედგა.