ქართველმა არტისტმა, დევიდ დათუნამ, რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობს მაიამის არტ ბაზელზე გამოფენილი 120 000 დოლარიანი ბანანი კედლიდან ჩამოხსნა, გაფცქვნა და კამერების წინ შეჭამა.
ბანანი – ხელოვნების ნიმუში მაურისიო კატელანის ნამუშევარია და ის მუზეუმში, კედელზე წებოვანი პლასტერით იყო მიკრული.
“ერთი არტისტი ჭამს მეორეს, ეს მხიარული ამბავია.” – განაცხადა დევიდ დათუნამ და აღნიშნა, რომ პერფორმანნს “მშიერი არტისტი” ქვია.
გალერეამ ინციდენტის გამო დაცვა გამოიძახა, თუმცა დევიდ დათუნამ შემთხვევის ადგილის დატოვება მოასწრო.
https://www.instagram.com/p/B5yJTV4Bka3/