LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

May ბიზნესს აფართოებს – ქართული ჩანთების ბრენდი ტანსაცმელსაც შეკერავს

469

მინისა და ხის ჩანთების მწარმოებელი ქართული ბრენდი – May ბიზნესს აფართოებს და ტანსაცმლის წარმოებას იწყებს.

ბრენდის ქვეშ უახლოეს პერიოდში ბაზარზე ექსტრაორდინალური, გამჭვირვალე საწვიმრები გამოჩნდება. როგორც ”ფორტუნას” May-ის დამფუძნებელმა და დიზაინერმა ნინი ზექალაშვილმა განუცხადა, საწვიმრებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

”საწვიმარი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და ექნება ატლასის სარჩული. ამას გარდა, ვიწყებთ სხვა სახის სამოსზე მუშაობასაც. უახლოეს დღეებში შევკერავთ დაპრინტულ კაბებსა და მაისურებს. პრინტებად ქართველი ფოტოგრაფების ლამაზი ფოტოები უნდა გამოვიყენოთ”, – აღნიშნა ნინი ზექალაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს May ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისებაზე იქნება ორიენტირებული.

”ამ ეტაპზე კომპანიის რებრენდინგი მიმდინარეობს, შევცვალეთ ლოგო, ვიწყებთ ახალი სტილის ჩანთების კერვასაც, ამასთან დროებით ვაჩერებთ ექსპორტს და სრულად ვეცდებით საქართველოს ბაზრის ათვისებას”, – განმარტა May-ის დამფუძნებელმა და დიზაინერმა.

შეგახსენებთ, May-ს ჩანთები ბაზარზე 2016 წლის სექტემბრიდან გამოჩნდა. პროდუქციის რეალიზაცია თბილისში მაღაზია co.mode-ში ხორციელდება, 2018 წლის 20 თებერვლიდან კი ქუთაისშიც გაიყიდება. ამასთან, გაყიდვების კუთხით აქტიურია May-ის ”ფეისბუქ” გვერდიც, სადაც მომხმარებელი სასურველ პროდუქტს უკვეთავს. კომპანიის პროდუქცია ქართულ ატელიე Meladze Georgia-ში იყიდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g