LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mazda-მ ლოს-ანჯელესში ახალი სარბოლო ბოლიდი RT-24P ჩაიყვანა

75

Mazda-მ ლოს-ანჯელესში ახალი სარბოლო ბოლიდი RT-24P ჩაიყვანა. იაპონურმა ავტომწარმოებელმა განახლებული სპორტქარი ავტოსალონზე წარადგინა და წინასწარი ინფორმაციით, მისი დებიუტი 2018 წელს ჩრდილოეთ ამერიკულ IMSa-ს რბოლაზე შედგება.

კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სიახლემ უამრავი რენოვაცია განიცადა და სხვადასხვა სარბოლო ტრასებზე ექსტრემალური ტესტებიც წარმატებით ჩააბარა. ბოლიდის ძარამ მოდური ფერი –Crystal red მიიღო და როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, თუკი ავტომობილი ტრეკზე წარმატებას ვერ მიაღწევს, ის რბოლის ყველაზე მიმზიდველი მოდელი მაინც გახდება.

აღსანიშნავია, რომ სიახლე სარბოლო ჯგუფთან Joest Racing-თან თანამშრომლობით არის შექმნილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები