კილიან მბაპე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია.
გამოცემა Forbes-მა 25 წლამდე ასაკის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენების რეიტინგი შეადგინა. ამბობენ, რომ პსჟ-ს ფორვარდმა გასულ წელს დაახლოებით 120 მილიონი დოლარი იშოვა.
ტოპ 5 ახალგაზრდა სპორტსმენის შემოსავლები ასე გამოიყურება:
1. კილიან მბაპე (ფეხბურთი, პსჟ) – 120 მლნ დოლარი (სპორტში – 100 მილიონი, სპორტის მიღმა – 20 მილიონი);
2. კაილერ მიურეი (ამერიკული ფეხბურთი, „არიზონა“) – 70,5 მლნ დოლარი (67,5+3 მლნ);
3. მაკს ვერსტაპენი (ავტორბოლა, „რედ ბული“) – 64 მლნ დოლარი (60+4);
4. ერლინ ჰოლანდი (ფეხბურთი, „სიტი“) – 52 მლნ დოლარი (40+12);
5. ლუკა დონჩიჩი (კალათბურთი, „დალასი“) – 47,2 მლნ დოლარი (37,2+10).