პეკინის გამზირზე მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.
თამარ საძაგლიშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. 51 წლის ქალს საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი 11:30 ჩანიშნული.
დაკავებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს, ვინაიდან ალექსი გაბუნიას თქმით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ადვოკატი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.
“რაღაცას მეუბნებიან და არ ვიცი, რა ხდება” – 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს
დაკავებულის დედა კი მანამადე ამბობდა, რომ მის შვილს არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა.