LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რაღაცას მეუბნებიან და არ ვიცი, რა ხდება” – 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს

1367
QALI

51 წლის ქალს, რომელმაც პეკინზე 3 წლის ბავშვს სახის არეში ჭრილობები მიაყენა, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ამის შესახებ მისი ადვოკატი აცხადებს.

ალექსი გაბუნია განმარტავს, რომ ქალი ადრე ფსიქიკური პრევენციის ცენტრში მკურნალობდა. 

 

მე ვესაუბრე დაკავებულს და არაფერი არ ახსოვს. მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, მკურნალობდა და მკურნალობს ახლაც. საკმაოდ მძიმე პრეპარატებს იღებს და გამოძიების პროცესში გაირკვევა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექსპერტიზა დიდი ალბათობით ჩატარდება.

დიდი ხანია, მას ეს პრობლემა აქვს, დაახლოებით რამდენიმე ათეული წელი მკურნალობდა. ის იწვა ადრე სამედიცინო დაწესებულებაში, სხვადასხვა დაწესებულებებში, ბოლოს 2017 წელს იწვა ფსიქიკური პრევენციის ცენტრში რამდენიმე დღე და აქვს დანიშნული პრეპარატები.

მე პირველად შევხვდი დღეს პატიმარს და ათი წუთი ვესაუბრე. მე ვერ გეტყვით ახლა რას განიცდის, მას არ ახსოვს არაფერი. ის ამბობს, რაღაცას მეუბნებიან და არ ვიცი რა ხდებაო, ის ახლა ძაან მოდუნებულია. წამლებს ახლა ვერ იღებს, მას თან არა აქვს წამლები“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, პეკინზე 2 დღის წინ 3 წლის ბავშვზე თავდასხმა მოხდა. მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 51 წლის ქალმა მიაყენა, რომელიც მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g