ავიაკომპანია China Southern Airlines, ურუმჩის გავლით, პეკინიდან თბილისის მიმართულებით, და პირიქით, სამგზავრო რეისებს შესრულებს. შედეგად, 2026 წლის ზაფხულიდან საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის ფრენებს უკვე ორი ავიაკომპანია – Air China და China Southern Airlines-ი მოემსახურება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის მიხედვით, ჩინეთის სამხრეთის ავიახაზების ფრენები შემდეგი მარშრუტით განხორციელდება: პეკინი-ურუმჩი-თბილისი– ურუმჩი-პეკინი. აღსანიშნავია, რომ China Southern Airlines-ი აღნიშნულ მარშრუტზე 2016 წლიდან პანდემიის დაწყებამდე ოპერირებდა.
რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 ივნისიდან დაიწყება და სეზონის ბოლომდე, კვირაში 3 სიხშირით – ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელების უფლება უკვე მიანიჭა.
