LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საბავშვო ბაღები 1-ლი მარტიდან გახსნისთვის მზადაა

162
Kindergarten, game room.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საბავშვო ბაღები 1-ლი მარტიდან გახსნისთვის მზადაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ შეხვედრა დუშეთის, მცხეთის, ახალგორის, თიანეთისა და ყაზბეგის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტის მერებთან და ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან გამართა.

დავით ნოზაძემ სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების დირექტორებს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, სწავლის პერიოდში რეგულაციების შესრულების მკაცრი გაკონტროლება დაავალა, რათა საბავშვო ბაღებში კორონავირუსის გავრცელება არ მოხდეს.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებული მონიტორინგის მიზნით საბავშვო ბაღებში მისვლას აქტიურ რეჟიმში გეგმავს.