LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ჩამოწოლილი მეწყრის გამო, გზა ჩაიკეტა

108

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, სოფელ გვრიტოსთან, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა და გზა ჩაიკეტა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ უკვე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ამ მომენტისათვის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია და საავტომობილო მიმოსვლას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

„ცენტრალურ გზებზე ყველა მიმართულებით მიმდინარეობს საჭირო ღონისძიებების გატარება, ამ დროისათვის საავტომობილო მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

magti 5g