LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცხეთაში „ფაბრიკა“ გაიხსნა, სადაც 134 ადამიანი დასაქმდა

211
ipiccy-image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთ ბენეფიციარს, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე საწარმოს – „ფაბრიკა 1900“ ესტუმრა.

სრულიად ახალი მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში აშენდა, შესაფუთ მასალებს აწარმოებს როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის.

საწარმოში 14 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული, წარმოების მოცულობა კი ყოველთვიურად 600 ტონას აღწევს. შესაფუთი მასალა  არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, რომელიც  სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებზე მზადდება.

ნათია თურნავას განცხადებით, საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გადაიარაღდა და გაფართოვდა.

„აღსანიშნავია, რომ კომპანია ამაზე გაჩერებას არ აპირებს, გაფართოების სერიოზული გეგმები აქვთ და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით პრაქტიკულად გაახუთმაგებენ წარმოებას. შედეგად, თუ დღეისთვის აქ 134 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ძირითადად გორიდან და მცხეთიდან, გადაიარაღებისა და გაფართოების შედეგად გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ბაზრებზე წილის გაზრდის და ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით ადგილობრივ წარმოებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g