LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, უჭირს გადაადგილება – ნიკოლოზ ყიფშიძემ მესამე პრეზიდენტი მოინახულა

123
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტალში, გვიან ღამით, მისმა პირადმა ექიმმა მოინახულა.

ნიკოლოზ ყიფშიძის შეფასებით მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, თავს გრძნობს სუსტად და უჭირს გადაადგილება.

ექიმი განმარტავს, რომ ექსპრეზიდენტს ამ ეტაპზე კუჭ-ნაწლავისა და ნეირო-დეფიციტური პრობლემა აწუხებს.

“მდგომარეობა არა დამაკმაყოფილებელია. გრძელდება საერთო სისუსტე ასევე ავღნიშნავდი დისბალანსს, სიარულის პრობლემები აქვს. რასაც ემატება კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარდა. უნდა დავაკვირდეთ რა უნდა ვქნათ, ასევე მეორე არის ნეირო-დეფიციტი,”-განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

magti 5g