LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდგომარეობა მძიმეა – ბატუტზე დაშავებული მეორე ბავშვი ოჯახმა თურქეთში გადაიყვანა

207
ფორტუნა - 2023-03-15T114440.632

3 წლის ბავშვი, რომელიც 12 მარტს, ბათუმის ბულვარში ბატუტზე თამაშის დროს დაშავდა, მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

ბავშვის უფროსი ძმა, რომელიც მასთან ერთად თამაშობდა, დაიღუპა.

მას შემდეგ, რაც 10 წლის შვილი დაკრძალეს, დაშავებული მეორე შვილი ოჯახმა წუხელ, 14 მარტს, თურქეთში წაიყვანა სამკურნალოდ.

დაშავებული ბავშვის მკურნალი ექიმები ბათუმში გუშინ აცხადებდნენ, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და შეიმჩნევა დადებითი ტენდენცია.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც უწყებაში ამბობენ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული  ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. ბავშვები ბათუმის ბულვარში გაშლილ ბატუტზე თამაშობდნენ, რა დროსაც ქარი ამოვარდა. ქარმა ბატუტი ადგილიდან მოგლიჯა. შედეგად ბატუტზე მყოფი ბავშვებიდან ერთი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმე დაზიანებებით ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში მკურნალობდა.

10 წლის ბავშვი, რომელიც ბათუმის ბულვარში დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა

„ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება“ – ბათუმის ბულვარში ბავშვის დაღუპვის საქმეზე 1 პირი დააკავეს

ბათუმის ბულვარში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინეს

 

 

ფოტო: „ბათუმელები“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g