მდიდარი ქვეყნები იმაზე მეტ ვაქცინას ყიდულობენ, ვიდრე სჭირდებათ. მიუღებელია, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდების ვაქცინაცია დაიწყეს, როდესაც ღარიბებში ჯერ ხანდაზმულებიც არ აუცრიათ, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერლაურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დგას – ვაქცინების სამართლიანი გადანაწილება.
„ვაქცინების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ მორალური საკითხი, ამაზე დამოკიდებულია პანდემიის დასრულება“, – ამბობს ტედროს ადანომ გებრეიესუსი.
გებრეისუსმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ზოგიერთი ქვეყნები უგულებლყოფენ ვაქცინების თანაბრად განაწილებისთვის შექნილ მექანიზმს და პროგრამა „კოვაქსის“ გვერდის ავლით ყიდულობენ ვაქცინებს, რის გამოც ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო ახალგაზრდა მოქალქეების აცრა, ზოგან კი ჯერ სამედიცინო პერსონალიც არ აუცრიათ.
„კოვაქსის“ ფარგლებში გაფორმდა კონტრაქტი, რომელთა მიხედვითაც ჩვენ მივიღებთ 5 მწარმოებლის ვაქცინების ორ მილიარდ დოზას. 2021 წელს და 2022 წლის დასაწყისში საშუალება გვექნება, კიდევ ერთ მილიარდ დოზაზე მეტი მივიღოთ. „კოვაქსის“ ფარგლებში პირველი ვაქცინების დარიგებას თებერვალში ველოდებით. მაგრამ მიუხედვად ამისა, თანაბარი განაწილების დაპირებას საფრთხე ემუქრება. ზოგიერთი ქვეყნები და კომპანიები ორმხრივ შეთანხმებებს აფორმებენ და „კოვაქსს“ გვერდ უვლიან, რაც ვაქცინებზე ფასების ზრდას იწვევს. ეს ქვეყნები ცდილობენ, ვაქცინების რიგში წინ წაიწიონ“, – აცხადებს გებრეისუსი.
მისი თქმით, ვაქცინები უკვე ხელმისაწვდომია 50 ქვეყანაში მთელი მსოლფიოს მასშტაბით. ყველა მათგანი მდიდარი ქვეყანაა.
„ვაქცინების დოზების 75 პროცენტი მხოლოდ 10-მა ქვეყანამ მიიღო. გასაგებია, რომ მთავრობები ცდილობენ, საკუთარი სამედიცინო პერსონალი და ხანდაზმულები აცრან, მაგრამ არ არის სწორი, როდესაც მდიდარ ქვეყნებში ახალგაზრდებს უკეთებენ ვაქცინებს, მაშინ, როდესაც ღარიბ ქვეყნებში ხანდაზმული ადამიანებიც კი არ აუცრიათ“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
გებრეისუსი აცხადებს, რომ მსოფლიომ არ აუნდა დაიშუროს ძალისხმევა, რათა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები თანაბრად გადანაწილდეს ყველა ქვეყანაში. გებრეისუსის ვარაუდით, „ვაქცინების ნაციონალიზმი“ მსოფლიოს ტრილიონობით დოლარით დააზარალებს.
„ბევრმა ქვეყანამ იმაზე მეტი ვაქცინა შეიძინა, ვიდრე მათ სჭირდებათ. კრიტიკულია, რომ „კოვაქსმა“ დამატებითი დოზები მიიღოს. ჩვენ გვჭირდება მთავრობებისა და კომპანიების ერთობლივი მოქმედება. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, სოლიდარულად იმოქმედონ. მხოლოდ ერთად მუშაობით შეგვიძლია, დავასრულოთ ეს პანდემია.“ განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
მან ასევე დაანონსა ახალი სწრაფი ტესტები, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის გამოვლენა 30 წუთში შეეძლებათ. გებრეისუსის თქმით, ეს ტესტები სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი.