LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე პრეზიდენტს: „იცით, რას ვეტყვი შვილებს?.. სხვის დავალებებს არ ვიღებდი, არ მიმიღია და არც მივიღებ არასდროს“

231
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (14)

„ქალბატონო სალომე, შემიძლია მოგილოცოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც ჰქვია შვილების ბულინგის კამპანია. რას ეტყვით თქვენს შვილებსო, თქვენ რიტორიკულ, თუ არარიტორიკულ კითხვაზე ჯერ პასუხს გაგცემთ და შემდეგ კითხვას დაგისვამთ“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხილვისას.

„თურმე გეწყინათ, რომ პატარა კაცები გიწოდეთ, დაელოდეთ, როგორ შეგამკობენ თქვენი შვილები“ – სალომე ზურაბიშვილი

„იცით, რას ვეტყვი? მე პირადად, ვეტყვი, თავად როგორც მწამდა და მჯეროდა, იმას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება პოლიტიკაში და სხვის დავალებებს არ ვიღებდი, არ მიმიღია და არც მივიღებ არასდროს. ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს და მათ თავს დავიფიცებ, რომ ასე იქნება სულ. ამას გააკეთებს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, არავის დავალებას არ მიიღებს, ამას ვეტყვით ჩვენს შვილებს, მინდა, ეს თქვენ პირადად კარგად იცოდეთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს მიმართა კითხვით, რას ფიქრობს დღეს, ქვეყანა იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მოცემულობით და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო. განხილვაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი „ოცნებას“: „დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება.. დღევანდელი დღით არაფერი დამაკლდება, არც ხალხის ნდობა, არც სიყვარული“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები