LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე საწვავზე: ფასის გაზრდა ცუდია, მაგრამ ეს ხდება ყველგან, რეგიონში ომია

60
246151202_229517309167160_8435433276524049622_n

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ქვეყანაში საწვავის გაზრდილ ფასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში ომია, საწვავის ფასი ზრდა ყველგან ფიქსირდება.

“რა თქმა უნდა, ფასის გაზრდა არის ძალიან ცუდი რამ, მაგრამ ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს ხდება ყველგან. იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში არის ომი. ომია, რომელმაც დააზიანა ის ქვეყანა პირველ რიგში, რომელიც არის ოკუპაციის მსხვერპლი – უკრაინა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა. [დააზიანა] მათ შორის სავაჭრო ბრუნვაში, ნავთობმომწოდებლებთან დაკავშირებით და რამაც გამოიწვია კონკრეტულ პროდუქტზე ფასის ზრდა და საქართველო აღმოჩნდა იმ იშვიათ გამონაკლის ქვეყნებში, სადაც მხოლოდ ხელისუფლებას აბრალებენ ამას და არა – ომს,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვანო მთვრალაშვილი: “თუ აქციზის და დღგ-ს გადასახადს საერთოდ გავანულებთ, შესაძლებელია, საწვავის ფასი 1 ლარითაც შემცირდეს”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g