LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძემ ჩემზე მომზადებული “მესიჯი” შეცდომით მე გამომიგზავნა – ბესელია

416
beseliaeka

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში შემუშავებული მესიჯბოქსი შეცდომით თავად ბესელიას გაუგზავნა.

ამის შესახებ ბესელიამ “ტვ პირველის” ეთერში, “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” განაცხადა.

“მე რომ არ მეხებოდეს, არ მჩვევია ხოლმე მესიჯების გახმოვანება. მაგრამ მე მეხება და ამიტომ გეტყვით. თქვენთან ჩართვის წინ  მამუკა მდინარაძემ, რომელიც როგორც ჩანს, რამდენიმე ადამიანს ჩემთან დაკავშირებით უგზავნიდა მესიჯს, რომელიც მომზადდა იქ, სადაც მზადდება ხოლმე მესიჯები, ჩემს  WhatsApp-ში გამოაგზავნა. ეწერა, ეკა ბესელია და იწყებოდა ლანძღვა-გინება, რა უნდა ილაპარაკონ ეკა ბესელიაზე. რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ ჩემთან შეცდომით გამოაგზავნა. ჩემთან დაკავშირებით შემუშავდა მესიჯი, დამწკრივდნენ ეს უმწიფარი ბიჭები და დილიდან აკეთებენ ამ სამარცხვინო კომენტარებს,” – განაცხადა ბესელიამ.

მამუკა მდინარაძემ იმავე ეთერში დაადასტურა, რომ ბესელიას შეტყობინება მართლაც გაუგზავნა შეცდომით, თუმცა თქვა, რომ ეს ეკა ბესელიასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრების მიერ გასახმოვანებელი “მესიჯბოქსი” არ ყოფილა. მისი თქმით, ამის შემდეგ ეკა ბესელიასთან მიმოწერა გააგრძელა, თუმცა ბოდიში არ მოუხდია.

„ხშირად დამმართნია მეც და ალბათ, თქვენც, როცა შეცდომით მესიჯი გადაგიგზავნია.  ნინო წილოსანმა მკითხა, რა პოზიციები იყო დღეს, რა მესიჯები გახმოვანდა. ჩამოყრილი მქონდა და ვუთხარი, ახლავე ჩაგიგდებ-მეთქი. წინ ვეჯექი, მის ოთახში. ბესელიაზე ბევრს ვფიქრობ და შეცდომით ეტყობა, გადავუგზავნე მესიჯი,” – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები