LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარე რიკოთულაზე დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

122

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კილომეტრზე,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სახიდე გადასავლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდის სავალ ნაწილს, მოაჯირებს, ტროტუარებს და ხიდთან მისასვლელ გზებს. შეკეთდება ზედა საყრდენი კედელი, გზა საგზაო ნიშნებით აღიჭურვება და ჩატარდება ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 527 089 ლარია. სამუშაოები 2016 წლის ივლისში დაიწყო და 2016 წლის დეკემბერში დასრულდება.

მდინარე რიკოთულაზე  მდებარე აღნიშნული  ხიდი დაზიანებული იყო და მისი რეაბილიტაცია მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელი იყო .