LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარე ყუროს ხევის მონაკვეთზე გაზსადენის საჰაერო გადასასვლელს “ელიტა ბურჯი“ ააშენებს

87

„ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ 1200 მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენზე  მდინარე ყუროს ხევზე საჰაერო (ვანტური) გადასასვლელი აშენდება. სამუშაოებს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2016 წლის 11 მაისს გამოცხადებულ  ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია “ელიტა ბურჯი“ შეასრულებს.

კორპორაციამ  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება  უკვე გააფორმა. კონტრაქტორმა კომპანიამ 180 დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს  სამილსადენე ხიდის მშენებლობა ყაზბეგის რაიონში. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 483 472 ლარია.

„ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ 1200 მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთი ამჟამად მდინარის კალაპოტში მიწისქვეშ გადის, რაც ამ მდინარესთან დაკავშირებული რთული ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, მილსადენის უსაფრთხო ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის. ახალი გადასასვლის მშენებლობის შემდეგ ამაღლდება გაზსადენის უსაფრთხოება და მილსადენი დაცული იქნება  სტიქიური მოვლენებისაგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები