LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლები, რომლებიც ვერ დაამყარებენ წესრიგს, ხაზიდან მოიხსნებიან – „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადება

194
Tbilisi3

თბილისში კოვიდინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრად ზრდის გამო, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს.

კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მგზავრს არ დადგნენ მიკროავტობუსში ფეხზე.

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შესაძლოა შეზღუდვები ისევ დაწესდეს

„კომპანია თბილისის მიკროავტობუსის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები COVID 19-ით დაინფიცირებით შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, მიკროავტობუსების სრული სამუშაო დღის განმავლობაში აკონტროლებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვას.

„თბილისის მიკროავტობუსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, არ იმგზავროს ფეხზე დამდგარმა მიკროავტობუსში და კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე, ორივე შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს ფეხზე მდგომ მგზავრს ან მომხმარებელს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება.

უსაფრთხოების წესების დაცვის თხოვნით მომხმარებელს ასევე მიმართავენ კომპანიაში დასაქმებული მძღოლები, რადგან ისინი, ვინც ვერ მოახერხებენ სატრანსპორტო საშუალებაში წესრიგის დაცვას მგზავრთა დაუმორჩილებლობის გამო, მოიხსნებიან ხაზიდან და ჩაანაცვლდებიან სარეზერვო მძღოლებით. თბილისის მიკროავტობუსი გაცნობებთ, რომ მსოფლიოში კოვიდ 19 -ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ზომა, რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას. ყოველდღიურად ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრაობს დედაქალაქში დღის განმავლობაში, გადის დეზინფექციას და ასევე ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დახმარებით ხაზებზე დასაქმებული მძღოლები გადიან ტესტირებას Covid19-ზე.

თბილისის მიკროავტობუსი კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს დაიცვას მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დაინფიცირებულთა რაოდენობით თბილისი ლიდერობს: ყველაზე ნაკლები შემთხვევა კვლავ კახეთშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g