LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლების ინფორმაციით, დიღომში მდებარე სამარშრუტო ტაქსოპარკის მძღოლების ნაწილი გაიფიცა

24

სამარშრუტო ტაქსტების მძღოლების ინფორმაციით, დიღომში, აშშ-ს საელჩოსთან მდებარე ტაქსოპარკის მძღოლები გაიფიცნენ.

როგორც ერთ-ერთმა მძღოლმა ვასილ ლორიამ ”ინტერპრესნიუსს” აცნობა, ტაქსოპარკის შესასვლელი მძღოლებმა სამარშრუტო ტაქსით ჩახერგეს.

მისივე თქმით, გაფიცვის მიზეზი დღეს დილით მომხდარი ფაქტია, როდესაც ტაქსოპარკის დაცვამ ერთ-ერთი მძღოლი სცემა. აღნიშნული ტაქსოპარკიდან სამარშრუტო ტაქსები სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ.

ipn.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები