LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლებმა ყოველ დღე ათი წუთი ფეხით უნდა იარონ

70

ბრიტანელმა მედიკოსებმა განაცხადეს, რომ ავტომობილისტებმა დღეში ათი წუთი ფეხით უნდა იარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მრავალი დაავადების გაჩენის რისკი იზრდება.

ტესტების შედეგად აღმოჩნდა, რომ ავტომობილისტები ცხოვრების პასიურ რიტმს მისდევენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც ავტომობილები არ ჰყავთ. ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული რისკების შემცირება შესაძლებელია, ამისათვის აუცილებელია მძღოლმა ფეხით სიარულს ყოველდღიურად დაუთმოს დრო.

იმისათვის, რომ არ მოხდეს კუნთების ატროფირება სპეციალისტების რჩევით, საჭიროა დღეში მინიმუმ ათი წუთი ფეხით სიარული. ეს დრო არ არის საკმარისი იმისათვის, რომ განვითარდეს კუნთები, თუმცა მათი ტონუსში შენარჩუნება შესაძლებელია.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ასევე გადაწყვიტეს გაერკვიათ, როგორ აისახება არასაკმარისი აქტიურობა ადამიანის კუნთების მდგომარეობაზე. აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი ყველაზე მეტად ავტომობილისტებს ეხებათ. ადამიანები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ საჭესთან, დღის განმავლობაში თუნდაც ათი წუთი მაინც უნდა ისეირნონ.

მძღოლების გარდა ეს რჩევა უნდა გაითვალისწინონ ოფისის თანამშრომლებმაც, რადაგანც ისინი დიდ დროს ატარებენ უმოძრაოდ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები