LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე-19 დღეა შიმშილობს! მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება“ – გიორგი ჩიკვაიძე მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

131
გიორგი ჩიკვაიძე

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

ამის შესახებ ინფორმაცია ჩიკვაიძის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. ამავე ინფორმაციის თანახმად, გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

„გიორგი ჩიკვაიძე მოითხოვს მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას, რაზეც პენიტენციური დაწესებულება დუმს! გიორგი, მე-19 დღეა შიმშილობს!

საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე უარს აცხადებს საპატიმროს კლინიკის ნებისმიერ სამედიცინო დახმარებაზე. გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ყოველდღიურად მძიმდება“. – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

„მოშიმშილე პატიმარზე განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა“ – ირაკლი პაპიაშვილი

11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g