LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-6 კლასელ გოგონას, რომელიც სტიქიას შემთხვევით გადაურჩა, სახელმწიფო მეურვეობას გაუწევს

667
BeFunky-collage (1)

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მეექვსეკლასელ გოგონას, რომელიც ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში სტიქიას გადაურჩა, სახელმწიფო გარკვეულ მეურვეობას გაუწევს. თორნიკე რიჟვაძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

“მას ექნება აბსოლუტური მხარდაჭერა და გვერდში დგომა სახელმწიფოსგან და თითოეული ჩვენგანის მხრიდან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ და გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა.

“იხოცება ოჯახები, მერე იძახიან საქართველო გლოვობსო“ – ვინ არიან ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად გარდაცვლილები

შეგახსენებთ, მაშველებმა მეწყერში მოყოლილი მოზარდის ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს. ტრაგედიის ადგილზე ინტენსიურ სამძებრო პროცესში სამაშველო სამსახურის ასზე მეტი წარმოამდგენელი იყო ჩართული.

მეათე კლასელი ბიჭის მშობლების ცხედრებს გუშინვე მიაკვლიეს. სტიქიას შემთხვევით გადაურჩა ოჯახის კიდევ ერთი წევრი – არასრულწლოვანი გოგონა , რომელიც შუახევში სტუმრად იმყოფებოდა.

მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ მოიყოლა მსუბუქი ავტომობილი, ორივე მგზავრის ცხედარი მაშველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g