ალენ დელონის ქალიშვილი, ანუშკა დელონი ინსტაგრამზე ლეგენდარულ მამასთან ერთად გადაღებულ საარქივო ფოტოს ავრცელებს. მამა-შვილი წითელ ხალიჩაზე დგას და ერთმანეთს ეხუტება. ფოტო 5 წლის წინაა გადაღებული.
„უკვე 5 წელი გავიდა. ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მომენტი ჩემი ცხოვრებიდან. მე და შენ მთელი სამყაროს წინააღმდეგ“, – წერს ანუშკა.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში 88 წლის დელონის ოჯახში დაძაბული ვითარებაა. ალენს ქონების განკარგვა აეკრძალა. საქმე სპეციალურმა სამეურვეო სასამართლომ განიხილა, რომელსაც მსახიობის ქალიშვილმა და ადვოკატებმა მიმართეს. ცოტა ხნით ადრე კი, მსახიობის ვაჟმა, ანტონი დელონმა საკუთარ დას, ანუშკას სასამართლოში უჩივლა. ის ანუშკას მამაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.